ორგანიზაციის შესახებ
რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი არის დამოუკიდებელი სტრატეგიულ-ანალიტიკური ცენტრი, რომლის მიზანია რუსეთის, როგორც გეო-პოლიტიკური ფაქტორის შესწავლა და რუსეთის განვითარების ტენდენციების შესახებ საექსპერტო ანალიზის შეთავაზება სახელმწიფო სტრუქტურებისა და ფართო საზოგადოებისთვის. ინსტიტუტში გაერთიანებულნი არიან მაღალი რანგის ყოფილი სახელმწიფო მოხელენი, დიპლომატები და ექსპერტები. ინსტიტუტი ასევე თანამშრომლობს საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკური, თავდაცვის და ეკონომიკის სფეროში მოღვაწე ცნობილ უცხოელ და ადგილობრივ მეცნიერებთან და ექსპერტებთან, რომლებიც წარმოადგენენ ინსტიტუტის მრჩევლებს, პუბლიკაციათა და კვლევათა ავტორებსა და თანაავტორებს, ექსპერტებს.
ორგანიზაციის ანალიტიკოსები



