დონორები

ფრიდრიხ ებერტის ფონდი წარმოადგენს არაკომერციულ გერმანულ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც სოციალური დემოკრატიის ღირებულებებს ეყრდნობა. ფონდი, რომლის სათაო ოფისები ბერლინსა და ბონში მდებარეობს, დაარსდა 1925 წელს და ატარებს ფრიდრიხ ებერტის, გერმანიის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის სახელს. დღეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფილიალები განთავსებულია 90-ზე მეტ ქვეყანაში და 100-ზე მეტ ქვეყანაში ეწევა საქმიანობას. სამხრეთ კავკასიის საკოორდინაციო ბიურო, რომელიც თბილისში მდებარეობს, კოორდინაციას უწევს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ფონდის საქმიანობას. სამივე ქვეყანაში ფონდის მიზანია დემოკრატიის, მშვიდობისა და სოციალური სამართლიანობის ხელშეწყობა პოლიტიკური დიალოგის, განათლების და კვლევების გზით.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა და საქართველოს  სახელმწიფო მინისტრმა ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი  ბარამიძემ 1 ოქტომბერს თბილისში ნატოს სამეკავშირეო ოფისი გახსნეს. გახსნის  ცერემონიაზე რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატოს სამეკავშირეო ოფისი იქნება  ”მთავარი ინსტრუმენტი რეფორმების კუთხით თქვენი ძალისხმევის  მხარდასაჭერად“. გიორგი ბარამიძემ განაცხადა: “ალიანსის წარმომადგენლობა  საქართველოში ასახავს განსაკუთრებულ ურთიერთობებს, რომელიც საქართველოს  და ნატოს გააჩნიათ ბუქარესტის სამიტის შემდეგ. ეს არის ძლიერი პოლიტიკური  მხარდაჭერის აშკარა დემონსტრირება“(civil.ge)

 

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევრაზიის ფონდის ქსელის განუყოფელი ნაწილია.  ევრაზიის ფონდის ქსელი  აერთიანებს: ახალ  ევრაზიის ფონდს (რუსეთი),  ევრაზიის  თანამშრომლობის ფონდს (სამხრეთ კავკასია), აღმოსავლეთ ევროპის ფონდს (უკრაინა, ბელორუსია, მოლდოვეთი),  ევრაზიის ფონდს ცენტრალური აზიაში და ვრაზიის ფონდს(აშშ).  1993 წლიდან ევრაზიის ფონდმა და მისმა ქსელმა 360 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დააბანდეს ადგილობრივ და საზღვრისპირა თანამშრომლობის პროექტებში ევრაზიის რეგიონის მასშტაბით სამაოქალაქო და ეკონომიკური თანამონაწილეობის პროექტების ხელშეწყობისათვის. ევრაზიის ფონდის ქსელის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ვებ-საიტზე: http://www.eurasia.org.